29.04.2007

..........

ნუ მოკლედ, ძაან დავიკარგე. გადაბარგება-გადმობარგება ნამეტან ბევრ დროს და ნერვებს და ენერგიას ითხოვს. იმედია დავლაგდები მალე და ისევ გესტუმრებით. არადა რამდენიმე დღე ინტერნეტიც არ მექნება სახლში...

05.04.2007

ქუთაისი მე-19 საუკუნის ბოლოს

კოსმოსიდან დანახული ქუთაისი

”ტორპედო” ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე


ეჰ, მძიმე დღე უდგას ”ტორპედოს”. ასეთი გასაჭირის წინ ალბათ არასდროს ყოფილან... ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზეა გუნდი და საერთოდ ქუთაისური ფეხბურთი.
ეს ფოტო იმ დროინდელია, როცა ”ტორპედოს” ულხინდა და წარმატებული ”ოქროს ხანაც” ჰქონდა. სამჯერ ეროვნული ჩემპიონატი მოიგო, ეროვნულ თასსაც დაეუფლა, ევროპულ მარაქაშიც გაერია. და იმ დროს ფეხბურთი მართლა დღესასწაული იყო ქუთაისში და სტატისტიკურადაც ეროვნულ ჩემპიონატში მაყურებელთა რეკორდული დასწრება ქუთაისში იყო.
სამწუხაროდ ეს ყველაფერი წარსულია... სამომავლო პერსპექტივაც ჯერ არაფერი ჩანს...



”ტორპედო” - ”ლინფილდი”

03.04.2007

შალიკო ხვინგიაძის თავგადასავალი


ორი-სამი წლის წინ, როცა ქუთაისის ნოსტალგია ნამეტანი შემომაწვა, რეზო ჭეიშვილის ამ მოთხრობას დავუწყე ძებნა. გერმანულ ბიბლიოთეკებში ძებნას აზრი არ ჰქონდა და ისევ Google-ს მივმართე დახმარებისთვის. და ჩემდა გასაოცრად და სასიხარულოდ პირველივე გვერდზე გამომიტანა ჩვენი შალიკოს თავგადასავალი.
მოთხრობის Online ”ავტორს” იქვე მიუთითებია: ”ეს მოთხრობა ყველა ნაღდ ქუთაისელს წაკითხული უნდა ჰქონდეს!”
პრინციპში სრულიად ვეთანხმები.