24.12.2007

კოლხეთის დაბლობი

- შეგვიძლია ვისაუბროთ, - მოკლედ გაიღიმა ერმონიამ.
შულცი არ განძრეულა, ქუთაისისკენ იყურებოდა. ერმონია მისკენ გადაიხარა, დაინტერესდა თუ რას უყურებდა ასე დაჟინებით შულცი.
შორს, ხვამლის თავზე, სვანეთიდან, ქუთაისს პატარა, ოთხფრთიანი თვითმფრინავი უახლოვდებოდა.
- ჰერ შულც, მერწმუნეთ, ქუთაისი ჩქარა და იოლად ქრება მეხსიერებიდან და, შეიძლება ეს იყოს მისი ერთადერთი და უკანასკნელი ღირსება.
ქუთაისი ალბათ აღარც ჩანდა, ამიტომ შულცმა მზერა გადაიტანა გურიის მთებისაკენ.
ერმონიამ მონპასიეს კოლოფი დადო მაგიდაზე.
- გავაბოლოთ, არა? - გულის ჯიბიდან ამოიღო გაზეთი "ინდუსტრიული ქუთაისი", მოხია ცოტა, სიფრთხილით, ეკონომიურად.
შულცმა მონპასიეს კოლოფი გახსნა. კოლოფი სავსე იყო ბიჩოკებით.
დაახვიეს სიგარეტები, მოუკიდეს აბედით და გააბოლეს.
ბოლი ტრიალით გაჰქონდა ქარს ჩამტვრეულ ფანჯარაში.
ბნელდებოდა.
მატარებელი მინდორში დადგა.
პატარა ბორცვზე შავ ლაქად დაბალი გაშეშებული ძროხა და ველოსიპედის ნაზი სილუეტი მოჩანდა.
ეკლესიის ნანგრევებზე ლეღვის ხე იზრდებოდა.
შულცს ჩასძინებოდა. ვერ იტყოდი, რომ ღიმილი იყო მის სახეზე, ან წუხილი.
("ქუთაისი ქალაქია", რეზო გაბრიაძე)

23.12.2007

...

14.10.2007

მაგარი ვირტუოზია...

07.09.2007

გავხალისდეთ :)

მის ქუთაისი ყოფილა თურმე :)


25.08.2007

....

21.08.2007

...

18.08.2007

რეზო გაბრიაძე


”მე მინდა ადამიანებს ამბები უბრალო ენაზე მოვუყვე. ვიცი ეს რაოდენ ძნელიცაა, რადგან უბრალოება ბევრ მუშაობას საჭიროებს”. შესაძლებლობა მქონდა ამ ადამიანისთვის მომესმინა და რაც ადამიანს ყველაზე მეტად გაგაოცებს სწორედ მისი უბრალოებაა, რაშიც არის სწორედ მისი სიდიადის საიდუმლოც.
რეზო გაბრიაძე ჩემის აზრით ერთ-ერთი დიდი ქუთაისელია.
ვისაც არ გსმენიათ, აგერ მისი ფილმოგრაფიაც http://www.imdb.com/name/nm0300175/ თუმცა ეს მხოლოდ მისი მრავალმხრივი შემოქმედების ნაწილია.
და კიდე, თუ გინდათ ქუთაისურ იუმორს ეზიაროთ, იკითხეთ რეზო გაბრიაძე.

29.04.2007

..........

ნუ მოკლედ, ძაან დავიკარგე. გადაბარგება-გადმობარგება ნამეტან ბევრ დროს და ნერვებს და ენერგიას ითხოვს. იმედია დავლაგდები მალე და ისევ გესტუმრებით. არადა რამდენიმე დღე ინტერნეტიც არ მექნება სახლში...

05.04.2007

ქუთაისი მე-19 საუკუნის ბოლოს

კოსმოსიდან დანახული ქუთაისი

”ტორპედო” ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე


ეჰ, მძიმე დღე უდგას ”ტორპედოს”. ასეთი გასაჭირის წინ ალბათ არასდროს ყოფილან... ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზეა გუნდი და საერთოდ ქუთაისური ფეხბურთი.
ეს ფოტო იმ დროინდელია, როცა ”ტორპედოს” ულხინდა და წარმატებული ”ოქროს ხანაც” ჰქონდა. სამჯერ ეროვნული ჩემპიონატი მოიგო, ეროვნულ თასსაც დაეუფლა, ევროპულ მარაქაშიც გაერია. და იმ დროს ფეხბურთი მართლა დღესასწაული იყო ქუთაისში და სტატისტიკურადაც ეროვნულ ჩემპიონატში მაყურებელთა რეკორდული დასწრება ქუთაისში იყო.
სამწუხაროდ ეს ყველაფერი წარსულია... სამომავლო პერსპექტივაც ჯერ არაფერი ჩანს...



”ტორპედო” - ”ლინფილდი”

03.04.2007

შალიკო ხვინგიაძის თავგადასავალი


ორი-სამი წლის წინ, როცა ქუთაისის ნოსტალგია ნამეტანი შემომაწვა, რეზო ჭეიშვილის ამ მოთხრობას დავუწყე ძებნა. გერმანულ ბიბლიოთეკებში ძებნას აზრი არ ჰქონდა და ისევ Google-ს მივმართე დახმარებისთვის. და ჩემდა გასაოცრად და სასიხარულოდ პირველივე გვერდზე გამომიტანა ჩვენი შალიკოს თავგადასავალი.
მოთხრობის Online ”ავტორს” იქვე მიუთითებია: ”ეს მოთხრობა ყველა ნაღდ ქუთაისელს წაკითხული უნდა ჰქონდეს!”
პრინციპში სრულიად ვეთანხმები.

31.03.2007

სიკვდილი, ქალაქი...

აკა მორჩილაძის მოთხრობაა ასეთი. აკაკიზე და ქუთაისზე წერს... დრო სხვადასხვაა, სიტუაციაა იგივე... საუკუნის განმავლობაში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ კომუნისტები მოვიდნენ და წავიდნენ და დაგვიტოვეს ინდუსტრიული ქალაქი, რომელსაც ნელ-ნელა ფუნქცია ეკარგება...

ქუთაისის პერსპექტივა...


forum.ge-ზე ერთ კვირაზე მეტია უკვე მიდის დისკუსია ჩვენი ქალაქის ბედ-იღბალზე, მის მომავალზე... ხო, ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ საქმეა საჭირო, მაგრამ ამ ხალხს ვინც აქ კამათობს, ალბათ ყველაზე ნაკლებად შეუძლია სიტუაციის შეცვლა, თუმც ეს აქციაც არაა ურიგო საქმე... იქნებ ვინმემ მართლა შეიფხიზლოს და თავი და ხელი გაანძრიოს.
ასე რომ, ნუ დავიზარებთ, გავუღიმოთ ქუთაისს! :)